ომბუდსმენმა სააკაშვილის საკითხზე ექიმთა კონსილიუმთან თანამშრომლობა გააგრძელა

Published:

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფთან თანამშრომლობა გააგრძელა. -ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

ჯგუფი, რომელიც 2021 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს, პერიოდულად ამოწმებს მიხეილ მდგომარეობას, ეცნობა სამედიცინო დოკუმენტაციას და აქვეყნებს დასკვნებს. ამ ეტაპზე ექიმთა კონსილიუმს 11 დასკვნა აქვს მომზადებული.

ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან: ნევროლოგი თენგიზ წულაძე, კარდიოლოგი გიორგი კაჭარავა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია, ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი და პალიატიური მედიცინის სპეციალისტი აიდა გოზალოვა, ენდოკრინოლოგი ნინო ზავრაშვილი, კარდიოლოგ-არითმიოლოგი გიორგი პაპიაშვილი და თერაპევტი, შინაგანი სნეულებებისა და ჰოსპიტალური მედიცინის სპეციალისტი გრიგოლი ხურციძე.

სახალხო დამცველის მოწვეული სპეციალისტთა ჯგუფის ბოლო შეფასებით, რომელიც 25 ოქტომბერს გამოქვეყნდა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით სახეზეა გარკვეული დადებითი დინამიკა, თუმცა ძირითადი სურათი — კუნთთა ატროფია, ნეიროპათია, კოგნიტიური გაუარესება — კვლავ უცვლელი რჩება. ამიტომ, სპეციალისტთა შეფასებით, ექსპრეზიდენტი მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img