ლევან ხაბეიშვილი კახა კალაძეს სთავაზობს, საკრებულოს მომდევნო სხდომას დაესწროს და კითხვებს უპასუხოს

Published:

ლევან ხაბეიშვილი დედაქალაქის მერს, სთავაზობს საკრებულოს მომდევნო სხდომას დაესწროს და კითხვებს უპასუხოს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დედაქალაქის მერს ყველა იმ კითხვას დაუსვამს, რაც მოქალაქეებს აინტერესებთ.

„კახი, შემდეგ საკრებულოს სხდომაზე გთავაზობ: თუ მატყუარა არ ხარ, აფერისტი არ ხარ, კორუმპირებული არ ხარ და რაც მთავარია, თუ არ გეშინია, მე ვაპირებ საკრებულოს სხდომაზე მოვიდე და თუ მაგარი ბიჭი ხარ, თუ მართალი ხარ, საკრებულოში ხომ უმრავლესობა შენია, კიდევ, თუ გინდა ბერა მოიყოლე, გინდა შენი პიარსამსახურის თანამშრომლები, შენი ძმაკაცები, სპორტსმენები მოიყვანე, შენი ზონდერები მოიყვანე, მზად ვარ, მოვიდე და დაგისვა შეკითხვები, რომლებიც თბილისელებს აწუხებთ და გაეცი ხალხს პასუხი. მოდი კახი, ხომ მაგარი ბიჭი ხარ? აბა, მოდი და გაგვაბანძე ოპოზიცია, გაეცი პასუხი კითხვებზე, რაც გვაქვს. თუ ვაჟკაცობა გეყოფა, მე მზად ვარ, შემდეგ საკრებულოს სხდომაზე გესტუმრებით მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ დაგისვა ის შეკითხვები, რაც თბილისელებს აქვთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დედაქალაქში იმ ვადაში, რომელსაც კახა კალაძე მოსახლეობას ჰპირდება, არცერთი პროექტი არ სრულდება.

„თითქოს თბილისელებს საცობები არ ეყოფოდათ, 10 დღიდან ერთ დღეს საცობებში ატარებენ კალაძის კორუფციული მმართველობის პირობებში და ახლა პირდაპირი მნიშვნელობით აატალახა დედაქალაქი. ვერცერთ პროექტს ვერ ასრულებს იმ ვადაში, რომელსაც ჰპირდება მოსახლეობას. რიგ შემთხვევაში, საერთოდ ვერ სრულებს ამ პროექტებს. ხოლო წერეთლის გამზირთან დაკავშირებით ყველამ უნდა იცოდეს, რომ ტენდერი მოაგებინეს „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრის მამას. აქვე შემთხვევით აღმოჩნდა, რომ ეს კომპანია არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი. ცხადია, ყველას გვესმის, რომ ეს კორუფციული გარიგებაა. ახლა გარდაბნის საკრებულოს წევრს გაუწყვიტეს ხელშეკრულება და დამატებით 17 მილიონი ლარის კონტრაქტი ახლა უკვე ბერას ძმაკაცს გაუფორმეს. კალაძემ ხომ იშოვა ფული და ახლა ბერამ და მისმა საძმაკაცომ უნდა იშოვოს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img