პაატა მანჯგალაძე – 23 პროექტიდან „ოცნებას“ 1 აქვს დასრულებული, კორუფციის ამაზე ნათელი მაგალითი რა გინდათ?!

Published:

კორუფცია ივანიშვილმაც ვერ დამალა, რისკი იმდენად მაღალი იყო, ეს პენსიაზე გასული ვეტერანი უკან დავბრუნდიო – 23 სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი აქვს „ქართულ ოცნებას“ წამოწყებული და მხოლოდ ერთია დასრულებული, კორუფციის ამაზე ნათელი მაგალითი რა გინდათ?! – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც შექმნეს, მხოლოდ სახელი აქვს ანტიკორუფციული ბიუროსი და არანაირი შინაარსი არ გააჩნია.

„კორუფციას ყოველ დღე ვხედავთ და ივანიშვილმაც ვერ დამალა, კორუფციის რისკი იმდენად მაღალი იყო, ეს პენსიაზე გასული ვეტერანი უკან დავბრუნდიო. გუშინ რომ კონტრაქტები შეუწყვიტეს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით [კომპანიებს], აქაც კორუფცია იქნება, ჩინურ კომპანიას რომ შეუწყვიტეს, ესეც კორუფციის საკითხი იქნება, სამტრედია- გრიგოლეთის ხიდი რომ ჩავარდა, იქაც კორუფციაა და საერთოდ ეს გზა, რომელიც 250 მილიონი ღირდა თავიდან და მერე 907 მილიონი გახდა, აქაც უდიდესი კორუფციაა. აქამდე ის უწყება, რომელიც რაჟდენი [კუპრაშვილი] ხელმძღვანელობს ვერაფერს გააკეთებს, მარტო სახელი არის ანტიკორუფციული უწყების და არანაირი შინაარსი არ გააჩნია, ამიტომ რაც არ უნდა მოინდომოს რაჟდენმა [კუპრაშვილი], ვერაფერს გააკეთებს. რას ეტყვის პაპუაშვილი რიჩარდ ნეფიუს, ეს უწყება რომ შექმნეს დიდის ამბით, რა შეისწავლა, რა გამოიძია?! არ აქვს იმ კაცს გამოძიების ფუნქცია. ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკელი პარტნიორების ყურადღება ამ მიმართულებით, ევროპასა და აზიას შორის დაახლოებით, 39 ტრილიონის ეკონომიკები უკავშირდება ერთმანეთს, რუსეთის გზა დაკეტილია, სხვა გზა არ არსებობს, საქართველოთი უნდა დაუკავშირდეს და ამ დროს სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი გვაქვს ჩანგრეული, კორუფციის გამო გამოაცალეს ამ ხიდს ბურჯები. 23 სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი აქვს „ქართულ ოცნებას“ წამოწყებული და აქედან ერთია დასრულებული, დანარჩენი ყველა 10 წლის მანძილზე დაუსრულებელია, კორუფციის ამაზე ნათელი მაგალითი რა გინდათ?!“- განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი, რიჩარდ ნეფიუ საქართველოშია და ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img