კახა კალაძე – ნატა ფერაძე არის გამხმოვანებელი, რასაც ავალებენ, იმას აკეთებს

Published:

თბილისის მერი კახა კალაძე, სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ სამების საკათედრო ტაძარი კორუფციის სიმბოლოა.

კალაძის თქმით, სიახლე არ არის ის, რომ ქვეყანაში რადიკალური ჯგუფები სარწმუნოებას, ეკლესიას, ქვეყნის მომავალს, მშვიდობას და სტაბილურობას ებრძვიან.

“ნატა ფერაძე არის გამხმოვანებელი, რასაც ავალებენ, იმას აკეთებს. ამ რადიკალებს ერთი პატრონი ჰყავთ, ერთი ხელით იმართებიან. ნატა ფერაძეს რაღაცას ათქმევინებენ, ვინმეს გამოაგორებენ, რაღაცას ათქმევინებენ. არ არის ახალი, რომ ეს ადამიანები სარწმუნოებას, ეკლესიას ებრძვიან, ებრძვიან ქვეყანას, რომ მშვიდობა იყოს, მოხდეს ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, იმიტომ, რომ უსამშობლო ადამიანები არიან, მათ სამშობლოს სიყვარული არ გააჩნიათ. ამის დამადასტურებელი არის ის ქმედებები, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. დღესაც იმავეს აგრძელებენ ოპოზიციაში ყოფნის დროს, კიდევ უფრო მძიმე ფორმებით, განა შეიცვალნენ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img