პორნოგრაფია ძირს უთხრის სექსუალურ სიამოვნებას, – ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ განაცხადა.
„სექსუალური სიამოვნება ღვთის საჩუქარია, რომელსაც ძირს უთხრის პორნოგრაფია: ეს არის კმაყოფილება ურთიერთობის გარეშე, რომელსაც შეუძლია დამოკიდებულების წარმოქმნა“, – ამბობს ფრანცისკე.
პონტიფიკოსის განცხადებით, კათოლიკეებმა თავი უნდა აარიდონ პორნოგრაფიას.
ფრანცისკემ ასევე აღნიშნა, რომ ადამიანურ სიამოვნებებს შორის ყველაზე ძლიერი სექსუალური სიამოვნებაა, რომელიც ყველა გრძნობას მოიცავს.