ამერიკის შეერთებულ შტატებში ზამთრის შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამერიკის რამდენიმე შტატში, მათ შორის ვაშინგტონსა და ნიუ იორკში გაუსაძლისი ყინვა, დიდთოვლობა და ქარბუქია. ყველაზე დიდი მსხვერპლი ტენესიშია, სადაც ამ დროისთვის უკვე 14 გარდაცვლილია. რთული მდგომარეობაა მოყინულ საავტომობილო გზებზეც.
მაგალითად მხოლოდ პენსილვანიაში 5 ადამიანი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა – მათი მინივენი მოყინულ გზაზე მოცურდა და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ყველაზე მძიმე ვითარება არკანზასში, ილინოისში, კანზასში, მისისიპიში, ნიუ იორკში, ორეგონში, პენსილვანიაში, ტენესისა და ვისკონსინშია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვარაუდით მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.