უკრაინის მთავრობის წევრმა დაადასტურა, რომ უკრაინულმა დრონმა პეტერბურგამდეც მიაღწია

Published:

უკრაინის მიერ წარმოებულმა დრონმა, რომლითაც რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში ნავთობის ბაზას შეუტიეს, სამიზნემდე 1250 კილომეტრის მანძილი დაფარა. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს უკრაინის მრეწველობის სტრატეგიული დარგების მინისტრ ოლექსანდრ კამიშინზე დაყრდნობით.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, 18 იანვარს გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე კამიშინმა თქვა, რომ უკრაინას შეუძლია აწარმოოს როგორც მცირე ზომის, 350 დოლარის ღირებულების დრონები, ასევე „ის, რაც სანქტ-პეტერბურგამდე მიფრინდა”, 1250 კილომეტრის მანძილი გაიარა და მიზანს მოხვდა. მინისტრის განცხადებით, ასიმეტრიულ ომს უამრავი უპილოტო საფრენი აპარატი სჭირდება და უკრაინას მათი წარმოების გაზრდა შეუძლია. კამიშინი დარწმუნებულია, რომ წელს „უფრო მეტი მსგავსი მოვლენა“ იქნება.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის ორი წლის განმავლობაში, პეტერბურგის რაიონზე დრონით შეტევის შესახებ პირველად 18 იანვარს განაცხადა. მანამდე რუსეთი არ მალავდა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმებია არაერთ სხვა ქალაქზე, მათ შორის მოსკოვზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img