შალვა პაპუაშვილი – ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოებაც გამოაცხადონ რუსულ სარწმუნოებად

Published:

მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს აღვნიშნავთ რუსულ დღესასწაულს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სამების ტაძარში მომხდარი ინციდენტის პარალელურად, ვითარდებოდა ხაზი შობის დღესთან, თარიღთან დაკავშირებით და აქ „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია აბსოლუტურად ანტიევროპულ მინდორზე შევიდა.

„მათ, ფაქტობრივად, დააპირისპირეს ეს ორი თარიღი ასე, რომ 25 დეკემბერი ეს არის ევროპა, 7 იანვარი კი თითქოს, არის რუსეთი. აქედან ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოებაც გამოაცხადონ რუსულ სარწმუნოებად. ამას სერიოზულად უნდა შეხედოს საზოგადოებამ. ფაქტობრივად, გაუგონარი რაღაც ხდებოდა. რეალურად, მილიონობით მორწმუნეს, თქვენ, მე და სხვებს გვითხრეს, რომ 7 იანვარს აღვნიშნავთ რუსულ დღესასწაულს. სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ ამას კანდელაკი და სხვა ოპოზიციონერები ამბობდნენ, მათ შორის, ეს განცხადება გააკეთა ბატონმა ბექა მინდიაშვილმა, რომელიც არის სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი. ამიტომ, მე სახალხო დამცველსაც მინდა, მივმართო, როდესაც ტოლერანტობის ცენტრს ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა ეს ანტიდასავლური სიბრიყვე, ხუშტური და ბოღმა, როგორ იღებს ამას, მათ შორის ლევან იოსელიანი, როგორც ქრისტიანი ადამიანი? მასაც იგივე შეურაცხყოფა მიაყენა, როგორც თქვენ, მე და მილიონობით ქართველ მორწმუნეს, როდესაც გვითხრა, რომ 7 იანვარს აღვნიშნავთ არა ქრისტეშობას, არამედ ფაშისტურ რაღაც დღესასწაულს, რომელიც არის ანტიდასავლური სიბრიყვე. ის, სიტყვასიტყვით ამას ამბობდა და ამას გვეუბნება ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img