NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე – ვემზადებით რუსეთთან კონფლიქტისთვის

Published:

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, რობ ბაუერის განცხადებით, დასავლეთში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეები რუსეთთან კონფლიქტისთვის უნდა მოემზადონ.

ნიდერლანდელი ადმირალი ხაზს უსვამს, NATO რუსეთთან კონფლიქტისთვის ემზადება.

“უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობა, რომელიც გვაქვს, არაა თავისთავადი მოცემულობა. ამიტომ ჩვენ [NATO-ს ძალები] ვემზადებით რუსეთთან კონფლიქტისთვის”, – განაცხადა რობ ბაუერმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ცივი ომის შემდეგ, ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს იწყებს. როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, NATO-ში განიხილავენ, თუ როგორ შეუძლია აშშ-ის სამხედრო ძალებს ევროპელი მოკავშირეების გაძლიერება რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში და ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, თუკი კონფლიქტი გაჩაღდება. წვრთნებს სახელად Steadfast Defender 2024 (მტკიცე მცველი 2024) ალიანსის 90,000 ჯარისკაცი შეუერთდება

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img