ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბათუმში, ხანძრის შედეგად დედა-შვილი დაშავდა.
შემთხვევა სვიშევსკის ქუჩაზე მოხდა. დაიწვა საცხოვრებელი სახლი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ დედა-შვილი სხეულზე მიყენებული დამწვრობით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.