ბათუმში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრისას დაშავებული ქალი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს

Published:

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს. 

“ყვირილი იყო, ხანძარიაო და მეც გამოვედი, სახლში ვიყავი. როდესაც მოვედი აქ ხალხი იყო და ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ სხვადასხვა გზით. ქალბატონმა  გამოყვანა თვითონ შვილები, გარეგნულად დამწვრობა აღენიშნებოდა, რომ შევხედე. მე, რომ მოვედი უკვე გამოსულები იყვნენ,”-  ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი გუშინ შვისევსკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლში გაჩნდა და დაიწვა. შემთხვევის შედეგად დაშავდა დედა-შვილი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებდნენ, რომ ისინი სხეულზე მიყენებული დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ან რამ გამოიწვია ხანძარი, ამ დროისთვის უცნობია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img