გია ვოლსკი – USAID – მა უფრო უნდა ჩაიხედოს თავის დაფინანსებულ პროგრამებში

Published:

გამიხარდებოდა, USAID-მა არ იცოდეს, რომ მის მიერ დაფინანსებული პროგრამა „უგვანოდ“ გამოიყენა კონკრეტულმა ადამიანმა და ადამიანების ჯგუფმა , – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც USAID აკეთებს განცხადებას, მან წინასწარ უნდა იცოდეს, რომ მის მიერ დაფინანსებული გარკვეული პროგრამა, კონკრეტული ორგანიზაციის მიერ არ არის იმ კონტექსტში განხილული, რისთვისაც თანხა აქვს მიღებული.

„როდესაც USAID – ი აკეთებს განცხადებას, მან წინასწარ უნდა იცოდეს, რომ მის მიერ დაფინანსებული გარკვეული პროგრამა, რასაც ერთიანობა და მრავალფეროვნება ჰქვია, არ არის იმ კონტექსტში განხილული, კონკრეტული ორგანიზაციის მიერ, რისთვისაც თანხა აქვს მიღებული. შალვა პაპუაშვილი ვალდებულია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ყველა წევრს მიაწოდოს ინფორმაცია. შემდეგ უკვე საზოგადოება გადაწყვეტს ვინ აკეთებს სწორ განცხადებას და ვინ დგას სწორ პოზიციაზე“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

გია ვლოსკის აზრით, USAID – მა “უფრო უნდა ჩაიხედოს” თავის დაფინანსებულ პროგრამებში.

„მე გამიხარდებოდა, რომ არ იცოდეს, რომ მის მიერ დაფინანსებული პროგრამა უგვანოდ გამოიყენა კონკრეტულმა ადამიანმა და ადამიანების ჯგუფმა. ვინაიდან სათაური, რომელსაც იგი აფინანსებს, აბსოლუტურად სხვა არის. ეს განმეორებით არ უნდა მოხდეს და USAID – მაც უფრო უნდა ჩაიხედოს თავის დაფინანსებულ პროგრამებში, რამდენად შეესაბამება ის იმ საზოგადოების ინტერესებს, რომელსაც იგი ეხმარება, გვერდში უდგას და სხვა უამრავ კეთილ საქმეს აკეთებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img