აშშ საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა სამეულშია

Published:

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $21.5 მლრდ შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი $6.1 მლრდ შეადგენს (გაიზარდა 9.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი $15.4 მლრდ (გაიზარდა 14.0 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წელს, 9 347.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.4 პროცენტია.

2023 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.5 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი ($3 მლრდ), რუსეთი ($2 401.5 მლრდ) და აშშ (2 მლრდ).

აშშ-სთან სავაჭრო ბრუნვა 2022 წელთან შედარებით 60%-ით არის გაზრდილი. შეგახსენებთ, 2022 წელს აშშ-ს თან საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ $1.3 მლრდ შეადგინა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img