ტელეკომპანია „სფეროს“ ფროდაქშენის ხელმძღვანელი, ლალი ვარშანიძე ექსპერტიზიდან კლინიკაში გადაიყვანეს. მან ფიზიკური დაზიანებები კეკელიძის 1 ნომერში, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს მიიღო.
აღსრულების ეროვნული ბიურო ლალი ვარშანიძეს და ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ხელს მიმზანმიმართულად უშლიდა. გაშუქების პროცესში „სფერო ტვ“-ის ტექნიკა და ავტომობილებიც დაზიანდა.