ტურიზმის წილით მთლიან ეკონომიკაში საქართველო მსოფლიოში მე-18 ადგილზეა.
ამის შესახებ საცნობილი ონლაინ სასწავლო პლატფორმა Ranking Royals სტატისტიკას აქვეყნებს.
საქართველოში ტურიზმის წილი მთლიან ეკონომიკაში 33.5%-ს შეადგენს. საქართველო ამ მონაცემით მე-17 ადგილოსან ისლანდიას (33.8%) ჩამორჩება, ხოლო მე-19 კამბოჯას (32.7%) ერთი ადგილით უსწრებს.
სტატისტიკას მაკაუ (72%) ლიდერობს. მეორე ადგილზეა მალდივები (66.1%), ხოლო მას ოდნავ ჩამორჩება სეიშელი (65.8%).
TOP 40 ქვეყანაში, არც ერთი საქართველოს მეზობელი ქვეყანა არ მოხვდა.