საქსტატის მომაცემებით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 12.8 პროცენტი შეადგინა.
2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 39.8 პროცენტით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია უძრავი ქონების ფასების პროცენტული ცვლილება წინა კვარტალთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან და 2020 წლის საშუალოსთან შედარებით.
2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2.5 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (4.3 პროცენტი). 2022 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 14.2 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 8.6 პროცენტით.
ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია 2023 წლის მეოთხე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2 -ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით*.