სალომე ზურაბიშვილი – ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! 

Published:

ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტი თბილისში, კეკელიძის N1-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების პროცესს ეხმაურება, სადაც აღსრულების ბიუროს თანამშრომლების მისვლას ხმაური მოჰყვა.

„ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია!“- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აღსრულების პოლიცია კეკელიძის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შესვლას ამ დრომდე ცდილობს, მაგრამ სადარბაზოში შესასვლელი რკინის კარი შედუღებულია.

ადგილზე შეკრებილები არიან ოჯახის მხარდამჭერები, რომლებიც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს საშუალებას არ აძლევენ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლების პროცესი დაიწყონ.

შეკრებილების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი ადგილიდან უკვე განარიდეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img