ცოტნე დადიანის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ეროვნული ბიურო კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლებას გეგმავდა, სიტუაცია დაიძაბა

Published:

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ეროვნული ბიურო კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლებას გეგმავდა, სიტუაცია დაიძაბა.

ადგილზე შეკრებილები ქუჩის გადაკეტვას ცდილობდნენ, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

აქტივისტები ჯერჯერობით დაშლას არ აპირებენ მიუხედავად იმისა, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება დროებით გადადო.

შეგახსენებთ, რომ დადიანის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიურო კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლებას დღეს გეგმავდა. როგორც ოჯახის ერთ-ერთი წევრი, მარიამ კაკიაშვილი აცხადებდა, მან 2014 წელს კერძო მევახშისგან ისესხა 5 ათასი დოლარი, რომლის გადახდაც ვერ შეძლო და საბოლოოდ, ბინა აუქციონზე გაიყიდა, რომელიც იმ კერძო მევახშემ შეისყიდა, რომლისგანაც მან თანხა ისესხა. მარიამ კაკიაშვილის განმარტებით, მას მევახშე, დაახლოებით, 20-25 ათასი დოლარის გადახდას სთხოვდა. კაკიაშვილის თქმით, მისთვის ქირით გადასვლა მიუღებელია. ის ასევე განმარტავს, რომ ომის ვეტერანია და 3 შვილის დედა და ამ სახლში 2 არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. მარიამ კაკიაშვილი ითხოვს კონკრეტულ ვადას, რომ დაკისრებული ფინანსური ვალდებულების გადახდა შეძლოს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img