საქართველოში 35,000-ზე მეტ დასაქმებულს ხელფასი 9,600 ლარზე მეტი აქვს

Published:

2023 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც 9 600 ლარს ან მეტ ხელფასს იღებდნენ თვეში, დასაქმებულთა 3.8%-ს შეადგენდა (35 416 ადამიანი), რაც გასული წლის სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით, 100%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მაღალანაზღაურებადი კადრების რაოდენობა დეკემბერში წლიურად 2.3 პ.პ-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.3 პ.პ-ითაა გაზრდილი. 

2023 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.8%-ით არის გაზრდილი და 932 ათას ადამიანს შეადგენს (+0.8% 23-ის სექტემბერთან შედარებით).

2023 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0–დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 13.5%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.7 პ.პ-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7პ.პ-ით შემცირებული მაჩვენებელია.

ამავე პერიოდში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 39.4%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21 პ.პ-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.5 პ.პ-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ინფორმაცია PMCG-ის დასაქმების ტრეკერზე დაყრდნობითაა მომზადებული. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img