მარინა ხატიაშვილსა და კრედიტორს შორის შეთანხმება შედგა – “სფერო TV “-ის ექსკლუზიური ინტერვიუ

Published:

კეკელიძის ქუჩიდან გამოსახლებულ მარინა ხატიაშვილსა და კრედიტორს შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ დაზარალებული მოქალაქე ტელეკომპანია “სფეროს” ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.

კრედიტორი, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინას, გარკვეული პირობებით დააბრუნებს. შეთანხმებაში იპოთეკითა და „მევახშეებისგან“ დაზარალებულთა გაერთიანება მედიატორის როლს ასრულებს.

მარინა ხატიაშვილი “სფერო TV”-სთან ყვება, რომ აღებული თანხის დაბრუნების მზაობა ყოველთვის ჰქონდა, ის მოლაპარაკებას 2018 წლიდან ცდილობდა, თუმცა კრედიტორი, დარეჯან დვალი შეთავაზებულ თანხას არ თანხმდებოდა. მოლაპარაკებების დაწყება მას შემდეგ მოხერხა, რაც პროცესმა საპროტესტო სახე მიიღო. მარინა ხატიაშვილი იპოთეკითა და “მევახშეებისგან” დაზარალებულთა გაერთიანების აზრს იზიარებს და ამბობს, რომ გამოსახლებების პროცესების შესაჩერებლად საჭიროა მორატორიუმის გამოცხადება.

ასოციაციამ აღნიშნულთან დაკავშირებით პეტიციაც შექმნა.  https://bitly.ws/3aEUH

შეგახსენებთ, რომ 23იანვარს კეკელიძის 1 ნომერში მცხოვრები მარინა ხატიაშვილი საკუთარი საცხოვრებლიდან ძალის გამოყენებით გამოასახლეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა მედიის წარმომადგენლებზეხ იძალადეს. გახმაურებული გამოსახლებისას 20მდე პირი დააკავეს.

ტელეკომპანია “სფეროს ” ექსკლუზიური ინტერვიუ ნახეთ ვრცლად: https://www.facebook.com/Sferotv/videos/703602335219922

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img