პოლონეთში 1 დღეში საქართველოს 12 მოქალაქე დააკავეს

Published:

23 იანვარს პოლონეთში საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს, მათ ადგილობრივი სამართალდამცველები შენგენის ზონაში ლეგალურად ყოფნის ვადების დარღვევას ედავებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას სასაზღვრო დაცვა ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დააკავეს მოლდოვისა ერთი და  კოლუმბიის ერთი მოქალაქე. 

სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ასევე 23 იანვარს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს. ისინი არ დაემორჩილნენ მიღებულ გაფრთხილებას, რომლის მიხედვითაც მათ პოლონეთის ტერიტორიის დატოვება ევალებოდათ. ახლა სასაზღვრო დაცვის ოფიცრები უზრუნველყოფენ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის ტერიტორია ნამდვილად დატოვონ.

მათი ცნობით, გასულ სამშაბათს პოლონელმა სამართალდამცველებმა სხვადასხვა რეგულაციების დარღვევისთვის 25 უცხოელი დააკავეს, მათგან 12 კი ქართველია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img