2023 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 5492 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 4023 პირს დაუდასტურდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებული 5 338 კაცია, რომელთა შორისაც 3970-ს დადებითი შედეგი ჰქონდა; ხოლო 154 ქალიდან ნარკოტიკული თრობა 53-ს დაუდასტურდა.
გასულ წელს ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულ პირთაგან 17 არასრულწლოვანი იყო, რომელთაგან 10-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.