ირაკლი კაკაბაძე – ნივთმტკიცება გვაქვს, ყველა ნახავს, ვინ დამაპატიმრა, როგორ და რანაირად

Published:

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაპროტესტების დროს დაკავებული ირაკლი კაკაბაძის სასამართლო პროცესი გადაიდო.

დღევანდელ სხდომაზე მისული ირაკლი კაკაბაძე ამბობს, რომ პოლიციელები, ვინც მოსამართლეს უმტკიცებდნენ, რომ მათ დააკავეს კაკაბაძე – იტყუებოდნენ, რადგან მისი თქმით, სულ სხვა სამართალდამცაველმა დააკავა.

კაკაბაძის თქმით, მას აქვს მტკიცებულებები, რომელიც მოსამართლესაც აჩვენა და გეგმავს, რომ გაასაჯაროოს და ანახოს საზოგადოებას, როგორ მოხდა მისი დაკავება. კაკაბაძემ სხდომაზე წარადგინა ფოტოსურათი, სადაც ჩანს სწორედ ის პოლიციელი, რომელმაც ის დააკავა, თუმცა დღევანდელ სხდომას ეს სამართალდამცველი არ ესწრებოდა, რაც კაკაბაძეს კითხვებს უჩენს.

რაც შეეხება ჩვენს მხარეს, ჩვენ ნივთმტკიცება გვაქვს და დაბეჯითებით ეს ნივთმტკიცება ვაჩვენეთ მოსამართლეს დღეს, ამას ვაჩვენებთ ტელევიზიებსაც და ყველა ნახავს, ვინ დამაპატიმრა, როგორ და რანაირად.

ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იყო იმ ადამიანის არმოყვანა, ვინც მე დამაპატიმრა, ეს ორი ადამიანი არ არის ის, ვინც მე დამაპატიმრა, ესენი იყვნენ ის ხალხი, ვინც ჩემთან ერთად იჯდა მანქანაში.

დღეს ძალიან გაუგებარია, რატომ დაავალეს მათ ამ ჩვენების მიცემა იმაზე, რომ დამაპატიმრეს მე – ესეც ბიძინა-ვაჭრის მომენტია და ამიტომ გვჭირდება სწორედ აზდაკის სასამართლო,“ – ამბობს ირაკლი კაკაბაძე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img