ნუციბიძის პლატოზე ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

Published:

ნუცუბიძის პლატოზე ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ჟღენტის ქუჩაზე, საცხოვრებელი ბინიდან მაშველებმა მსუბუქი დაზიანებებით 1 პირი გამოიყვანეს. 

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. 

ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, კორპუსის ბოლო 2 სართული იწვოდა. 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img