ნუცუბიძის პლატოზე ხანძარი ლიკვიდირებულია

Published:

ნუცუბიძის პლატოზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებს.

ნუცუბიძეზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, მას მსუბუქი დამწვრობა აქვს.

ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img