„ერთად გადავარჩინოთ რესპუბლიკური საავადმყოფო“ – ამ ლოზუნგით ჯანდაცვის სამინისტროსთან რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის ნაწილის აქცია დასრულდა.
როგორც სამედიცინო პერსონალმა აღნიშნა, კლინიკის ადმინისტრაციამ ტელევიზიით შეიტყო კლინიკის დემონტაჟის შესახებ, რაც მათთვის მიუღებელია. ისინი მოუწოდებენ მინისტრს, რომ რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსის, ნინო ოთარიშვილის თქმით, დაჩქარებულ რეჟიმში, „ყველა იურიდიული ნორმის გვერდის ავლით ხორციელდება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის პროცესი“.
ასევე, დღეს, 15:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრმა სამედიცინო პერსონალს შეხვედრისკენ მოუწოდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრი მზად იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შესახვედრად და მათ კითხვებზე საპასუხოდ. აქციაზე მყოფმა სამედიცინო პერსონალმა შეხვედრაზე უარი განაცხადა. როგორც მათ აღნიშნეს, მინისტრს იმ შემთხვევაში შეხვდებიან, თუ ბრძანებას გააუქმებს კლინიკის რეორგანიზაციის შესახებ, კომპენსაციებზე საუბარს კი არ აპირებენ.
სამინისტროსთან უსაფრთხოების მიზნით პოლიცია იყო მობილიზებული.
სამედიცინო პერსონალის ინფორმაციით, კვირას, 13:00 საათზე რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მორიგი აქცია გაიმართება, სადაც ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.
ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიო.
“მე არ ვიცი, რა სახის გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა, თუმცა მგონია, რომ პოლიტიკაში დაბრუნება ფორმალური ძალაუფლების დაბრუნების მიზნით გადაწყვიტა”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანნა ფოტიგამ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებში არ შეიძლება, მაღალი თანამდებობის პირი აქტიურ ბიზნეს საქმიანობაში იყოს ჩართული.
ფოტიგა ასევე ამბობს, რომ ივანიშვილს დიდი ძალაუფლება აქვს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ევროპარლამენტარის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ დეოლიგარქიზაცია ჯერ არ მომხდარა.
“მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ქართველი ხალხის ნების შესაბამისად გააკეთა. ასევე, იყო კონკრეტული გეგმა შეთანხმებული, ერთის მხრივ, ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და, მეორეს მხრივ, საქართველოს შორის, თუ როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა წევრობამდე. ამასთან, რადგან იყო შეშფოთება გარკვეული მიმართულებებით, მოხდა შეთანხმება ორმხრივად, რომ საქართველო რეკომენდაციებს შეასრულებდა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის ნება ევროკავშირში გაწევრიანებისა არ შეცვლილა და ხელისუფლება სწორედ ხალხის ნებას უნდა დაემორჩილოს. ევროკავშირის მოლოდინები აქ მეორეხარისხოვანია…
ჩვეულებრივ, დასავლეთის ქვეყნებში არ შეიძლება მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი აქტიურ ბიზნეს საქმიანობაში იყოს ჩართული. მე არ ვიცი, რა სახის გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა. თუმცა, მგონია, რომ პოლიტიკაში დაბრუნება ფორმალური ძალაუფლების დაბრუნების მიზნით გადაწყვიტა. ერთის მხრივ, ეს დადებითი გადაწყვეტილებაა, იმიტომ, რომ პოლიტიკაში ღიად ჩართული ადამიანი ანგარიშვალდებულია და უკეთესია, ვისაც ძალაუფლება აქვს ოფიციალური თანამდებობა ეკავოს, ვიდრე ჩრდილიდან მართავდეს ქვეყანას. თუმცა, მისი მიზნები შეიძლება განსხვავებულიც იყოს. ამიტომ, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. ასეა თუ ისე, ბიძინა ივანიშვილს დიდი ძალაუფლება აქვს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით და ეს ნიშნავს, რომ დეოლიგარქიზაცია ჯერ არ მომხდარა,” – განაცხადა ფოტიგამ.