“შეწყდეს გამოსახლება, გათავისუფლდნენ დაკავებულები”, – სტუდენტებმა თსუ-ს კანცელარია დაიკავეს.
აქციის მონაწილეებს ორი მოთხოვნა აქვთ – შეწყდეს მოქალაქეების გამოსახლება და გათავისუფლნენ კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულები, რომლებსაც გუშინ მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.
” ვიკავებთ თსუ-ს კანცელარიას მთავარი მოთხოვნებით – შეწყდეს მოქალაქეების გამოსახლება უკანასკნელი საცხოვრისიდან და გაათავისუფლონ დაკავებულები აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია! სამუშაო პროცესი კანცელარიაში შეჩერდება მანამ, სანამ არ გათავისუფლდება ჩვენი ლექტორი და გიორგი ხასაია,” – ამბობენ აქციის მონაწილეები.