პაველ ჰერჩინსკი – ვიმეორებ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება დაიწყება, 9 ნაბიჯთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის საფუძველზე

Published:

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იმ მძიმე სამუშაოს მხოლოდ დასაწყისია, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის საჭირო, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მას დაუსვეს შეკითხვა, ასრულებს თუ არა საქართველოს მთავრობა ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 დათქმას.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ აღნიშნულ 9 დათქმაზე მუშაობა ინკლუზიურად და კონსტრუქციულად მოხდება.

„9 ნაბიჯი დაადგინა ევროკომისიამ და შეათანხმა ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ დეკემბერში გამართულ ევროკავშირის ისტორიულ სამიტზე, რომელზედაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, ახლა ჩვენ წინ უნდა წავიდეთ, რეალურად, კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის დასასრული. ეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მძიმე შრომის მხოლოდ დასაწყისია. იმედი გვაქვს, მუშაობა დაჩქარდება, რომ იქნება ინკლუზიური, კონსტრუქციული და მოხდება საქართველოს შეფასება და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ შემდეგ ეტაპზე, კერძოდ, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე, რაც შეიძლება სწრაფად გადავალთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს მოხდება 9 ნაბიჯთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის საფუძველზე“, – აღნიშნა ელჩმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img