“შეწყდეს გამოსახლება, გათავისუფლდნენ დაკავებულები” – სტუდენტებმა თსუ-ს კანცელარია დაიკავეს

Published:

“შეწყდეს გამოსახლება, გათავისუფლდნენ დაკავებულები”, – სტუდენტებმა თსუ-ს კანცელარია დაიკავეს.

აქციის მონაწილეებს ორი მოთხოვნა აქვთ – შეწყდეს მოქალაქეების გამოსახლება და გათავისუფლნენ კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულები, რომლებსაც გუშინ მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.

ვიკავებთ თსუ-ს კანცელარიას მთავარი მოთხოვნებით – შეწყდეს მოქალაქეების გამოსახლება უკანასკნელი საცხოვრისიდან და გაათავისუფლონ დაკავებულები აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია! სამუშაო პროცესი კანცელარიაში შეჩერდება მანამ, სანამ არ გათავისუფლდება ჩვენი ლექტორი და გიორგი ხასაია,” – ამბობენ აქციის მონაწილეები.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img