რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი კლინიკის დემონტაჟს კვლავ ეწინააღმდეგება 

Published:

რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. პერსონალი კლინიკის დემონტაჟს ეწინააღმდეგება. თანამშრომლები უწყების ხელმძღვანელ პირებს დღესაც შეხვდებიან.

სამინისტროს ინიციატივით, 50 ექიმი უკვე განაწილებულია ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებში, პარალელურად დაიწყო თანამშრომლებისთვის კომპენსაციების შეთავაზებაც.

თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი. თუ სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, 4 თვის ხელფასს მიიღებს. ხოლო სამედიცინო პერსონალს, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img