შვიდსულიან ოჯახს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება. ბალახაძეები წუთი-წუთზე აღსრულების პოლიციის გამოჩენას და იძულებით გამოსახლებას ელოდებიან. ოჯახის ერთი წევრი ფეხმძიმე ქალია, კიდევ ერთი კი შშმ პირი.
ოჯახი ამტკიცებს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზიას, საიდანაც ვალი აიღეს, მოლაპარალებას სთავაზობდნენ, თუმცა კომპანია დათმობაზე არ წავიდა.
“რიკო კრედიტი” არ მოდის მოლაპარაკებაზე. ვითხოვ დახმარებას, “რიკო კრედიტი” წამოვიდეს ჩემთან მოლაპარაკებაზე. ეს ვალი მაქვს, 20 000 დოლარი ძირი თანხა და 12 000 დოლარი ჯარიმა. როცა შემოსავალი არ მქონდა და ტურისტული სეზონი ჩავვარდა 4 თვეში 12 ათასი დოლარი ჯარიმა დამაკისრეს, – ამბობს ოჯახის წევრი.
მრავალშვილიანი ოჯახის მხარდასაჭერად ამ წუთებში ზანდუკელის ქუჩაზე სამოქალაქო აქტივისტებიც იკრიბებიან. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.
აქტივისტები ამბობენ, რომ აღსრულების პოლიციას ოჯახის გამოსახლების საშუალებას არ მისცემენ. სახლი, საიდანაც ბალახაძეები უნდა გამოსახლონ, ავტომობილებით გადარაზეს.
“ჩვენ ვთავაზობთ ძირი თანხის დაფარვას თავის ჯარიმებთან ერთად, თუმცა ეგეც ზედმეტია და არარელაურია, თუმცა ამაზე თანახმა ვართ. შანსი არ აქვთ, რაც არ უნდა გააკეთონ, ამ ბინაში ვერ შეაღწევენ, ერთ გოჯს არ დავუთმობთ. რასაც ხედავთ, ხალხი მობილიზებულია, ” – ამბობს მოქალაქე.
ცოტა ხნის წინ შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა და ბალახაძეებმა აღსრულების ეროვნული ბიუროდან, რომ დღეს შესაძლოა, მათი გამოსახლების პროცესი გადაიდოს. გამორციხული არ არის, ოჯახს რიკო კრედიტთან მოსალაპარაკებლად 6 თვიანი ვადა მისცენ.