სალომე ზურაბიშვილი ფაშინიანის ვიზიტზე- სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს

Published:

 

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტს ეხმაურება და როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, წუხს, რომ მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის საშუალება არ ეძლევა.

“სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.”

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.

ასევე, სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ,” – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img