ტრაილერების მძღოლები დუშეთისკენ მიმავალ გზაზე აქციას მართავენ. მათი თქმით, დიდი გაბარიტების ტრანსპორტის მძღოლებს პოლიცია გზაზე გაჩერებისა და დასვენების უფლებას არ აძლევს.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, სამართალდამცავები მათთან მიდიან და ფასიან საპარკინგე სივრცეში გადასვლას აიძულებენ, რომლის საფასურიც 40 ლარია. მძღოლების განმარტავენ, რომ განსაკუთრებული პრობლემები უამინდობისას ექმნებათ.
“მოთხოვნა ძალზე ბევრი გვაქვს და პრობლემაც ძალზე ბევრია. ჩვენ შევხვდით სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის მოადგილეს. პარასკევს ვესაუბრეთ და პასუხი უნდა გვითხრას სამშაბათს. რამდენად მოგვარდება და დალაგდება ნებართვების საკითხი, რომელიც არის ძალიან პრობლემური. ასევე, მოთხოვნაა”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.