ხაშურში, არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამაკაცს ბრალი დაუმძიმდა

Published:

პროკურატურა ხაშურში, 51 წლის მამაკაცს 16 წლის ბიჭის მიმართ გაუპატიურებას, გარყვნილ ქმედებასა და მუქარას ედავება. საგამოძიებო უწყების ცნობით, სავარაუდო მოძალადემ ბიჭზე ჯერ ფიზიკურად იძალადა, შემდეგ გააუპატიურა, ბოლოს კი დანით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ ეთანხმება.”სამი მუხლით წაეყენა ბრალი. ეს არის გაუპატიურება, გარყვნილი ქმედება და მუქარა. წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არცერთ მუხლში არ ცნობს.საქმის მასალებიდან მხოლოდ და მხოლოდ არის დაზარალებულის ჩვენება. ერთი რაიონიდან არიან”, – ამბობს მარიამ ინდუაშვილი.

 ცნობისთვის, სასამართლო სხდომა დღეს 13:00 საათზე ხაშურის სასამართლოში გაიმართება. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულისთვის მკაცრს სასჯელს, პატიმრობას ითხოვს. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img