ევროკავშირი უნგრეთის ეკონომიკის ჩამოშლის გეგმას ამუშავებს იმ შემთხვევისთვის, თუ ბუდაპეშტი უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ვეტოს დაადებს.
ევროკავშირი უნგრული ფორინტის კურსის ვარდნას და ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის დაწევას აპირებს, რათა ზიანი მიაყენოს დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს.
დასავლური მედია წერს, რომ თუ უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიკტორ ორბანი დათმობაზე არ წავა, ევროკავშირმა შესაძლოა საჯაროდ განაცხადოს ბუდაპეშტის დაფინანსების სრული შეწყვეტის შესახებ.