პოლონეთში, მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

Published:

პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში, ორმა უცხოელმა 21 წლის ბიჭი სასიკვდილოდ დაჭრა. პოლონური მედია წერს, რომ პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.

“შემთხვევა 27 იანვარს, დაახლოებით დილის 05:00 საათზე მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია დაპირისპირება, რომელიც ტრაგედიით დასრულდა. დაზუსტებით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ქალაქ ზლოტორიას მკვიდრ კაცთან ჩხუბში ორი ქართველი იყო ჩართული. ერთ-ერთმა მათგანმა გამოიყენა ბასრი ნივთი, სავარაუდოდ დანა, და კაცი დაჭრა“, – წერს მედიასაშუალება.

მომხდარის დეტალების დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img