სენაკში, “საქართველოს ბანკზე” მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

Published:

სენაკში “საქართველოს ბანკში” მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ დღეს უნდა გადაწყვიტოს. პროკურატურა წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. მამაკაცს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

გამოძიების ინფორმაციით, დანით შეიარაღებული ბრალდებული, პარასკევს, თავს დაესხა სენაკში მდებარე “საქართველოს ბანკის” თანამშრომლებს, რომლებიც იმ დროისთვის მოქალაქესთან საბანკო ოპერაციას ახორციელებდნენ, გაიტაცა 900 ევრო და მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს აიყვანეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img