„მევახშეებისგან“ დაზარალებულთა გაერთიანება, დაკავებულების გათავისუფლების სანაცვლოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს დაზიანებული ავტომობილის ზარალს სრულად აანაზღაურებს

Published:

იპოთეკითა და “მევახშეებისგან” დაზარალებულთა გაერთიანება სრულად აანაზღაურებს აღსრულების ეროვნული ბიუროს დაზიანებული ავტომობილის ზარალს, გიორგი ხაისასა და აკაკი ჩიქობავას გათავისუფლების სანაცვლოდ.

გაერთიანებამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას წერილით მიმართა.

“მოგახსენებთ, რომ თქვენს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე მოქალაქეების გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მიმართ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ან განადგურების ფაქტზე. აღნიშნული ქმედება უკავშირდება 2024 წლის 23 იანვარს ქ.თბილისში კეკელიძის ქუჩის #1-ში განხორციელებულ იძულებითი სააღსრულებლო წარმოების პროცესში დაზიანებულ ავტომობილს, რომელიც როგორც ჩვენთვის ცნობილია წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებას.
ჩვენი ორგანიზაცია მზადაა სრულად აანაზღაუროს მიყენებული ზარალი, იმ შემთხვევაში თუკი დაკავებული ორივე პირი – გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა დაუყოვნებლივ იქნებიან გათავისუფლებულები”. – წერია იპოთეკითა და “მევახშეებისგან” დაზარალებულთა გაერთიანების მიმართვის წერილში.

შეგახსენებთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილი, კეკელიძის N1-ში, გახმაურებული გამოსახლების დროს დაზიანდა.

გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებასა და განადგურებას ედავებიან.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img