რუსეთიდან შემოსულ კარტოფილში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა და საზღვრიდან უკან გააბრუნეს

Published:

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, რუსეთის რესპუბლიკიდან მომავალი 20.91 ტონა სასურსათო კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება გააჩერეს. პროდუქტის ლაბორატორიული კონტროლის შემდეგ კი, ავტომობილი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა. აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img