ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტის შვილი დააკავეს

Published:

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის შვილი, გურამ ბერიძე ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, არჩილ ბერიძის სამშენებლო კომპანია “ლამინტასა” და ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას შორის მოხდა ფინანსური დავა, კომპანიებმა წილები ვერ გადაინაწილეს, “გარჩევაში” ჩაერთო გურამ ბერიძე. ის ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

არჩილ ბერიძე ოფისთან, ის ამ დრომდე არ გამოცხადებულა. ბერიძემ არც სატელეფონო კომენტარს აკეტებს. რაც შეეხება გურამ ბერიძის ადვოკატს, მისი თქმით, კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია და პოლიციამ იარაღი ბერიძეს ავტომობილში აღმოუჩინა. 

“დაკავებულია, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა, დეტალებზე ჩემი კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გესაუბრებით. კონფლიქტი საერთოდ არ ყოფილა, საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია არ ვიცი, კონფლიქტზე საერთოდ საუბარი ზედმეტია, არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა”, – ამბობს ადვოკატი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img