რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

Published:

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ისინი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციასა და შენობის დემონტაჟის შესახებ მთავრობის განკარგულების შეჩერებას და ბათილად ცნობას ითხოვენ. სარჩელს კლინიკის 200-მდე თანამშრომლის ხელმოწერა ერთვის.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები აცხადებენ, მათი აზრით, პროცესი უკავშირდება ბიზნესინტერესს, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიასთან დაკავშირებით არსებობს.

ამასთან, ისინი არ გამორიცხავენ პროტესტის რადიკალურ ფორმებსაც, მათ შორის ქუჩის აქციებს, შიმშილობას.

ხელისუფლების განცხადებით, შენობა ავარიულია, რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და უნდა დაინგრეს. ჯანდაცვის უწყება იქ მომუშავე პერსონალს ქვეყნის სხვადასხვა კლინიკებში გადანაწილებასა და კომპენსაციებს სთავაზობს. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img