წერეთლის გამზირზე 1-ელი თებერვლიდან საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება

Published:

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, საგზაო სამუშაოები 31 იანვრის
საღამომდე დასრულდება, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, გამზირზე საავტომობილო მოძრაობა 1-ელი თებერვლიდან ორმხრივად
აღდგება.

„დედაქალაქის მოსახლეობას დავპირდით, რომ 31 იანვარს წერეთლის გამზირზე
საგზაო სამუშაოები დასრულდებოდა და 1-ელი თებერვლიდან მოძრაობა
ორმხრივად აღდგებოდა. გამზირზე სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, რაც
საღამომდე დასრულდება. პარალელურად, ხორციელდება დასუფთავების
სამუშაოები, ხვალიდან კი მოძრაობა ორმხირვად აღდგება. კიდევ ერთი
განახლებული გამზირი შეემატა ჩვენს ულამაზეს ქალაქს, რაც რასაკვირველია,
ყველას გვახარებს, თუმცა უფრო სწორი და მართებული იქნებოდა მეთქვა, ყველას
უნდა გვახარებდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მსგავსი მასშტაბის პროექტებს გაუთვალისწინებელი
სამუშაოები და კონტაქტორი კომპანიების არაკეთილსინდისირება აფერხებს.

„ყველამ კარგად იცის, რას ნიშნავს ყოველი მსგავსი ინფრასტრუქტურული
პროექტი. ეს გულისხმობს ათეულობით წლის მანძილზე ხელშეუხებელ
კომუნიკაციებს, რომლებიც სრულიად ამორტიზებულია, გამოსულია მწყობრიდან.
იწყებ სამუშაოებს და დგები კიდევ უფრო მძიმე რეალობის წინაშე, ვიდრე
სპეციალისტები ვარაუდობენ. ამას ემატება არაპროფესიონალიზმი და
არაკეთილსინდისიერება რიგი კომპანიების მხრიდან, რომლებიც მონაწილეობენ
ტენდერებში, ერთვებიან სამუშაოების პროცესში და სრულიად ვერ აცნობიერებენ
რამხელა პასუხისმგებლობა გააჩნიათ დედაქალაქის წინაშე. ვერც მე და ვერც ჩვენი
თანამშრომლები ვერ ვარჩევთ მსგავს კომპანიებს, ეს ხდება ტენდერის
საფუძველზე. მე რომ შემეძლოს რომელიმე კომპანიის შერჩევა, ის პრობლემები არ
გვექნებოდა, რაც დღეს იქმნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ფონად გასდევს
ოპოზიციის წარმომადგენლების კამპანია მოსახლეობის დეზინფორმაციის მიზნით.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img