ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე შეამცირა.
განცხადება ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე გააკეთა.
თურნავამ განაცხადა, რომ მიუხედავად განაკვეთის ნახევარი პუნქტით შემცირებისა, განაკვეთი მაინც მკაცრი რჩება. მისივე განცხადებით, სამომავლოდ სებ-ი ფრთხილად და ეტაპობრივად გააგრძელებს განაკვეთის შემცირებას.
შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკის მომდევნო კომიტეტი 13 მარტს გაიმართება. ეროვნულმა ბანკმა განაკვეთის შემცირება გასული წლის მაისში დაიწყო და ამ პერიოდში განაკვეთ ჯამში 2%-ით შეამცირა.