საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას „ქართული ოცნება“ დღეს ოფიციალურად დაასახელებს

Published:

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება“ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომასა და ყრილობას დღეს გამართავს.

პოლიტსაბჭოზე ოფიციალურად დამტკიცდება პრემიერის კანდიდატურა, ყრილობა კი, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება, პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.

მმართველ გუნდში არ უარყოფენ, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატი პარტიის ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება, რომელიც მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას კი უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.

ახალი პრემიერისა და მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება პარლამენტში მომავალი სასესიო კვირისთვის იგეგმება.

სამთავრობო ცვლილებები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 29 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img