ბრიუსელში დღეს ევროკავშირის სამიტი გაიმართება, რომელზეც უკრაინის დაფინანსების საკითხს განიხილავენ

Published:

ევროკავშირის ლიდერები დღეს სპეციალურ სამიტზე შეიკრიბებიან და ბლოკის ბიუჯეტიდან უკრაინის დაფინანსებისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხს განიხილავენ.


Reuters-ი წერს, რომ ევროკავშირის ლიდერები შეეცდებიან დაარწმუნონ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, უკრაინას სტაბილური დაფინანსების შეთავაზების გეგმას შეუერთდეს, მაგრამ ისინი ასევე მზად არიან მიაწოდონ ფული კიევს უნგრეთის გარეშე, თუ მათი არგუმენტები არ გაჭრის.


აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს უკრაინის 2024-2027 წლების საჭიროებების დაფარვის ხელშეწყობას ევროკავშირის ბიუჯეტიდან, 33 მილიარდი ევროს მოცულობის სესხებით და 17 მილიარდი ევროს მოცულობის გრანტებით.
ევროკავშირი უკრაინას დახმარებას რუსეთის შეჭრის შემდეგ უწევს, მაგრამ აქამდე ეს ხდებოდა სამთავრობათაშორისო შეთანხმებებით, რომლებიც ყოველწლიურად საჭიროებს ეროვნულ დამტკიცებას და უფრო ძვირი და რთულია, ვიდრე ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსება.


ევროკავშირის ბიუჯეტის გამოსაყენებლად საჭიროა 27-ვე წევრი ქვეყნის შეთანხმება. ეს დახმარება უნგრეთმა დეკემბრის სამიტზე დაბლოკა, რის გამოც ბლოკს, საკითხის გადასაჭრელად, სპეციალური სამიტის მოწვევა დასჭირდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img