“ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს

Published:

“ქართული ოცნების” რიგით მერვე ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს. ამ თანამდებობაზე, ის ირაკლი კობახიძეს ცვლის. ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურად დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

“მოგესალმებით ყველას, მივესალმები პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მინდა, ჩვენი ოჯახის თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ არჩევა. 2011 წელს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნებით, შექმნა სახალხო პროცესი, რომელმაც შეძლო ის, რაც მანამდე შეუძლებელი იყო – დემოკრატიულად, არჩევნების გზით, დაამარცხა ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და სათავე დაუდო ჩვენი ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევის შემდეგ. 

ყრილობამდე გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img