არჩილ თალაკვაძე – ნიკა გვარამია იყო და რჩება პოლიტიკაში, ოღონდ ახლა უფრო ცუდ პოზიციაშია

Published:

ნიკა გვარამია იყო და რჩება პოლიტიკაში, ოღონდ ახლა უფრო ცუდ პოზიციაშია, ვიდრე წინა პერიოდში იყო, –ამის შესახებ განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ .

„მას აქვს აბსოლუტურად ნეგატიური რეიტინგი საზოგადოებაში. პრინციპში, მან საზოგადოებისთვის თავის გაცნობა კიდევ ერთხელ შეძლო ოპოზიციაში ყოფნის დროს, რომ ის არის ანტისაზოგადოებრივი, დესტრუქციული, ანტიეროვნული პოლიტიკის მომხრე და რასაც აკეთებდა და ამბობდა, რამდენიმე მაგალითი რომ გავიხსენოთ, მივხვდებით, რომ ის კი არ შემოდის პოლიტიკაში, უბრალოდ, პოლიტიკური პარტიების კარდაკარ დადის და ცდილობს, ვინმე მოატყუოს, რომ საკუთარი პოლიტიკური პარტიის ოფისში შეუშვან. რეალურად, არჩევნები რაც უფრო მოახლოვდება, უფრო ნაკლებ პარტიას ექნება იმის სურვილი, რომ ნიკა გვარამია და მისი ბანაკის წარმომადგენლები თავის პარტიაში შეიყვანოს. საკმარისია, ეს ადამიანი რომელიმე პარტიასთან გაიგივდეს და იმ პარტიას, რა თქმა უნდა, მყისიერად მოაკლდება საზოგადოების მხარდაჭერა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img