ნატა ფერაძე საკუთარ სახლში დააკავეს

Published:

ამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სამართალდამცავებმა საკუთარ სახლში დააკავეს. ისინი ადგილზე მოსამართლის ხელმოწერილი ოქმით მივიდნენ.

აქტივისტს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ფერაძეს სამართალდამცავებმა, კითხვის დასმის მიუხედავად, არ უთხრეს სად გადაჰყავდათ. სავარაუდოდ, ის ზაჰესის იზოლატორში წაიყვანეს.

“ვერ შემაშინებენ, ბრძოლა გრძელდება და უკანონობას შიგნიდან გამოვამჟღავნებ. ვნახავ იქ რეებს “მიქარავენ”, – თქვა ფერაძემ დაკავებამდე.

საქმე ეხება იმ ხატისთვის საღებავის შესხმას, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული. რუსი წმინდანის, მატრონას ხატი სამების ტაძარში იყო განთავსებული. ფაქტის ამსახველი კადრების სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტმა მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო. ფერაძე პოლიციამ გამოკითხა. რამდენიმე დღეში ნატა ფერაძის სახლთან პრორუსული რადიკალური დაჯგუფების წევრები მივიდნენ და მის დასჯას ითხოვდნენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img