ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახების წევრ, დევნილ და სოციალურად დაუცველ 13 წლამდე ბავშვებს უფასო ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდებათ.
პროექტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, გერმანული სამედიცინო კომპანია “ჰუმანასა” და დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯანმედის” ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება.