რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი გრძელდება

Published:

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტი გრძელდება – მოთხოვნები უცვლელია. ექიმები მთავრობის ბრძანებულების გაუქმებას ელოდებიან. მათ საქალაქო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს. ექიმები საავადმყოფოს დემონტაჟს ეწინააღმდეგებიან.

“მე პირადად, 10 წელზე მეტია, აქ ვარ. არიან ადამიანები, რომლებიც 35, 40 წელია აქ მუშაობენ, შესისხლხორცებულები არიან ამ კლინიკასა და კოლექტივს. ანუ, ამ კოლექტივის დაშლა და კლინიკის დანგრევა, რომელიც სჭირდება თბილისსა და საქართველოს, ეგ არის, პირველ რიგში, მიუღებელი და არა სამსახურს ვიპოვი თუ არა, ეგ არის უკვე მეათასეხარისხოვანი იმ ადამიანებისთვის, ვინც აპროტესტებს. მოთხოვნა არის ერთადერთი – ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, საავადმყოფოს არდაკეტვა, არა დემონტაჟი,” – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ქირურგი გივი პისაევი.

ექიმების პროტესტის ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრო მოლაპარაკებებისთვის მზაობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

 13 კლინიკა მზადაა, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დაასაქმოს. ჩამონათვალშია როგორც სახელმწიფო, ისე – კერძო კლინიკები.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img